ორშაბათი, 2024-05-06, 4:44 PM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები

სულ კატალოგში მასალაა: 285
ნაჩვენებია მასალა: 211-220
გვერდები: « 1 2 ... 20 21 22 23 24 ... 28 29 »

და თუ წამი, დაგებადა შენ წამებად,
დრო გიშველის, გადაგაქცევს წამწამებად!

მე სუნთქვით გგრძნობ!
ხელით ვერა.
გულით გხედავ,-
თვალით ვერა.
შენთვის სული შთამებერა
მომინდა და,-
ვერ შევძელი,
უცებ, ქარმა დაუბერა.
ანი მატისი | Views: 925 | Downloads: 33 | Added by: goga13 | Date: 2011-11-13 | Comments (0)     

ლამბაქზე დარჩენილი ბოლო კარამელი გალოკა მთვარემ
და პულკეს რძისფერი ქაფიანი წვენი-ტეკილა.
მაგ შენი თვალების ცისფერი უპე….
ღვინის ცარიელ კასრში გძინავს და დღედაღამ მთვრალებს
ყოველი სიტყვა ცარიელი, ცას გუნდრუკს უკმევს.
ანი მატისი | Views: 863 | Downloads: 36 | Added by: goga13 | Date: 2011-11-13 | Comments (0)     

ჰალე!-ასე მოგმართავ დომენიკო. მე-ანა-მარია!
ქალი, რომელიც არ გეკუთვნის,-შენი ცოლია.
შენ გაურბიხარ ამ რიტუალებს და ამ სოფელს, მიზნად ისახავ
შენ კანუდოსში დამკვიდრებას და არ გცალია,
რომ მე ვდგევარ და გელოდები ისევ ხის სახლთან.
ანი მატისი | Views: 903 | Downloads: 36 | Added by: goga13 | Date: 2011-11-13 | Comments (0)     

პარიზის სამხრეთი. სენის მარცხენა სანაპირო. ოლქი მე-14.
რასპაის ბულვარის კვეთა და იქვე, – მონპარნასი…
პარიზულ ოტ-კუიზინზე ბრმად შეყვარებული ჩამოდის ბრასაი და,-
ქალაქიც გაჟღენთილა ფერფლად ქცეული გი დე მოპასანით.
გზა მართლაც რთული იყო ტრანსილვანიის ქალაქ ბრასოდან…
ანი მატისი | Views: 787 | Downloads: 47 | Added by: goga13 | Date: 2011-11-13 | Comments (0)     

ოთარ რურუას

ნაკვერჩხლიანი გიყვარს სიმღერა, მღვიძარი მეხრის.
ლექსად მიგიბამს შუქი ზევით,- ღრუბლის ბაგაზე.
კეთილი სიტყვით, ღელის შროშანი თავს როცა მიხრის
იღიმი, თითქოს მაგ ბაგეზე დილა დაბანგეს.
ანი მატისი | Views: 866 | Downloads: 29 | Added by: goga13 | Date: 2011-11-13 | Comments (0)     

აღმართული ბარიკადები და იქვე სორბონი „მოვითხოვთ სიმართლეს"
მიზეზი?!-კაფეტერიებში სპაგეტის პორციის გაზრდა თუ
მარიხუანას მოწევის აკრძალვა.ახალგაზრდობა შევიდა მორალურ ჩიხში და
სად არის დე გოლი?!-(როდესაც სტუდენტებს ამბოხი თავისთან მიათრევს).
შიმშილით არ კვდები!მოწყენილობა საფასურს სიკვდილის რისკით იხდიდა!
ანი მატისი | Views: 795 | Downloads: 41 | Added by: goga13 | Date: 2011-11-13 | Comments (0)     

როგორც ყოველთვის,ამ საღამოსაც გიდუღებ ჩაის,
მერე შენამდე(ასჯერ გავლილ)ნაბიჯებს ვითვლი.
(უხმოდ,უშაქროდ,მხოლოდ ლიმნით)-გადადგამ ჭიქას.
ლოგინის კუთხის შენ მარჯვენას,მე მარცხენას ვირჩევ
და სიგარეტის ღრმა ნაფაზებით, ვაბოლებთ დილას
ანი მატისი | Views: 968 | Downloads: 36 | Added by: goga13 | Date: 2011-11-13 | Comments (0)     

ამსხვრევს სხეული გამოყვანილ წელში სასმისებს
სიზმრის,და 710 წელს უესექსში ნაბანი მთვარე
ზედ ჩვენს წამწამზე იღვრება და გუდასტვირდება
(შენ)-„შავი" ფრაკი, (მე)-„ წითელი" კაბით ვიმოსე-
ბი. და ღამემ ჩვენით ამოივსო თავის სტენდალი.
ანი მატისი | Views: 900 | Downloads: 43 | Added by: goga13 | Date: 2011-11-13 | Comments (0)     

ზანტი ზმორებით ვენახში,ღამე ვნებას ვერ ასვენებს,
თვალებგანაბული ჭის კარის ქუთუთოს გახრწნაც კი იწამა.
ხეს ტანზე შემოახია,ნუშით მოჩითული სამოსი
მერე თავთუხების გალოკა,-ცამდე აპრეხილი წამწამი.
ანი მატისი | Views: 854 | Downloads: 33 | Added by: goga13 | Date: 2011-11-13 | Comments (0)     

ბალეარის კუნძულების არქიპელაგი.ხმელთაშუა ზღვა.
Ibiza -როგორც გოა და ბერლინის "liebe parad”
ადგილობრივი „ჯეკი-ბეღურები" ცხოვრებას იზღვევენ
ნაპირზე,-სადაც მზეს ღრუბელი არასდროს არ ფარავს.
ანი მატისი | Views: 1302 | Downloads: 38 | Added by: goga13 | Date: 2011-11-13 | Comments (0)     

ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica