პარასკევი, 2024-03-29, 1:17 PM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ანი მატისი

„ვალპურგის ღამე“
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (12.3 Kb) ] 2011-11-13, 12:14 PM
ამსხვრევს სხეული გამოყვანილ წელში სასმისებს
სიზმრის,და 710 წელს უესექსში ნაბანი მთვარე
ზედ ჩვენს წამწამზე იღვრება და გუდასტვირდება
(შენ)-„შავი" ფრაკი, (მე)-„ წითელი" კაბით ვიმოსე-
ბი. და ღამემ ჩვენით ამოივსო თავის სტენდალი.

და წეროების სამკუთხედმაც მხარი გაცვითა.
ვუახლოვდებით ჰარცის მთაზე,- მწვერვალს ბროკენის.
ჩვენ ქარს ვაქციეთ ზურგი და ვსუნთქეთ ღრუბელი.
დავუსხლტდით მიწას,- უცხო ბაღებს ვპარეთ ქაცვი და
ჩვენი არყოფნით დედამიწაც გავაღარიბეთ.

გოთურ თაღებში გატიხრული გონის სიღრმიდან
ჩანს(ცოლის ქუსლქვეშ მოქცეული)დენის ტეტჩერი.
დაუნინგ სთრითის „ლედი"-ჰილდას სულ არ ეგონა,
რომ მისი ქმარი თეთრ მაისურზე წვენს მიიღვრიდა.
ამიტომაც სჯის და ხალხის თვალწინ აყრის საგოებს.

(ფრიად უცნაური)აზნაური, ვინმე ალონსო კეხანა
დგას შუაცენტრში და ნეკა თითით ულვაშს ივარცხნის.
მაკედონელი,- „პელადან", ტიპუ სულთანის წინ დგება შიშველი.
ლამანჩელი, (თავის კი არა) „ბუცეფალის" ყოლას იკვეხნის
ალექსანდრეს კი,- „როსინანტის" ჩრდილი აშინებს.

რაფაელ დე ვალენტინის ვენები კი სისხლის მღვიმეა
ტანზე შემოასკდა მარკიზს, ბოლო ნაკუწი "შაგრენის ტყავი".
აკმეს ასაკში შესული მონრო ირგებს მონაზვნის სამოსს და
(როგორც ყველგან და ყოველთვის), კენედის ხელში ღვინდება.
„მეფე ლირის" მარტოობა კი (საკვირველია) აქაც სამდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩვენ ქარს ვაქციეთ ზურგი და ვსუნთქეთ ღრუბელი.
დავუსხლტდით მიწას,- უცხო ბაღებს ვპარეთ ქაცვი და
ჩვენი არყოფნით დედამიწაც გავაღარიბეთ…

ანი მატისი 2011წ.28.02
კატეგორია: ანი მატისი | დაამატა: goga13
ნანახია: 895 | რამოტვირთვები: 43 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica