|
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 13 ნაჩვენებია მასალა: 1-10 |
გვერდები: 1 2 » |
დალაგება:
თარიღით ·
სათაურით ·
რეიტინგით ·
კომენტარებით ·
ჩატვირთვებით ·
ნახვებით
რითმებს დავეძებ წელშიმოხრილ ბერიკაცივით, მინდა ცხოვრება ლექსის სტროფად კვლავ ავამღერო, მაგრამ ფიქრები სადღაც მიდის არაკაცივით და შეშლილივით ვათამაშებ კალამთა ღეროს. |
თუ უშენობა უშენობით გამათამამებს
სულ სხვაგან წასულს გიღალატებ საკუთარ ცოლთან.!
ფიქრი კი ჩუმად გადაითვლის აზრის ჭაღარებს, როცა გიხილავს წამიერად შენ სხვის საწოლთან. კვლავ შევცოდეო! გამიელვებს მე გონზე მოსულს, სახეს ამირევს დარდიანი ცოლის თვალები და ჩემი სიტყვა, რომ ვაწყნარებ მეუღლეს ორსულს : |
გთხოვთ, ქალბატონო, მომაწოდეთ ჩემი დღიური, არა, ეგ არა… ოდნავ მარცხნივ და ცოტა ზემოთ.. დამტვერილია.? ალბათ, თაროს ათოვდა მტვერი, მე მაპატიეთ, დაისვარეთ.. მანდ არა, ქვემოთ… |
მე ეს ცხოვრება ცრემლებისთვის არ მემეტება, რომ ჩამომრეცხოს და დამატყოს სველი ღარები, რომ დამაბეროს, რომ ბავშვობა მექცეს წარსულად და აწმყოსა და წარსულს შორის ჩადგეს კარები. |
ეს წამიერი უსასრულო დღეთა დინება, საუკუნეებს რომ ვერ ითვლის მისი ანდერძი, სასვენ ნიშნების ნიაღვარში მიედინება და წერტილისთვის ვეღარ იცლის კალამთა ღერძი. |
ფურცლების დროში თუ ჩაიქცა ზოგჯერ მელანი, დროდადრო ცრემლმა თუ დაატყო სისველე ლოყებს, თუ შენმა მზერამ გაიტაცა ფიქრის მერანი გულს ნუ დაკუჭავ უსისხლობით, უბრალოდ დრო ყეფს! |
იცით, მომწონხართ… და რატომღაც მეუცხოებით, არადა ჩემი ხელებიც კი თქვენი მგონია, დაგმგვანებივართ არეული ჩემი ცხოვრებით, უკიდეგანოს თურმე ორი კიდე მქონია. |
დრო რომ გადათვლის ჩვენს გაფლანგულ ცხოვრების წამებს, გაგახსენდება რომ ოდესღაც სახელი გერქვა. გერქვა ცხოვრება, გერქვა სუნთქვა და გერქვა ფიქრი დრო რომ გადათვლის ჩვენს გაფლანგულ ცხოვრების წამებს, გაგახსენდება რომ ოდესღაც სახელი გერქვა. გერქვა ცხოვრება, გერქვა სუნთქვა და გერქვა ფიქრი
|
იყო საღამო… ერთი კაცისგან შემდგარი ბენდი, ცაზე არ ჩანდა არც ვარსკვლავი, არც რომანტიკა, მსმენელი ერთი, არც მოხუცი, არც ახალბედი და უცხო ხმების უსასრულო, ღრმა დიდაქტიკა… |
არა… მშვიდად ვარ, (თავს ვიმშვიდებ) ხო! მე მშვიდად ვარ… არადა ვიწვი, არადა სხეულს სინახშირე შემოეპარა, მაგრამ სიჩუმე შემიყვარდა – მაინც არ ვყვირი, გადამწვარ სხეულს სიმშვიდეში შემოედარა. |
|
|