სამშაბათი, 2019-10-22, 6:05 PM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12401
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » გიორგი ბოგველი

შენ ჩემი მგონე
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (11.1 Kb) ] 2011-11-13, 4:24 PM
იცით, მომწონხართ… და რატომღაც მეუცხოებით,
არადა ჩემი ხელებიც კი თქვენი მგონია,
დაგმგვანებივართ არეული ჩემი ცხოვრებით,
უკიდეგანოს თურმე ორი კიდე მქონია.
თქვენც დაიბენით.? მე შეგატყეთ – თმა გაისწორეთ.
მერე რა მოხდა თუ ეს გული თქვენი მგონია.
რა გაიფიქრეთ.? მეც მითხარით… ის არის სწორედ.
ჩემი ფიქრებიც, ახლა მივხვდი, თქვენი ტოლია.
არა, გაჩერდით. სად მიდიხართ.? ფეხებს დაიღლით.
აი, ხომ ხედავთ ეგენიც კი სხვისი გქონიათ
და ასე ნაწილ-ნაწილობით როდემდე ივლით.?
ჩემი სხეულით დააბიჯებთ… თქვენ რა გგონიათ.

ვეღარ გავიგე ეს სხეული თქვენ ხართ თუ მე ვარ,
ჩემი ჰაერით თქვენ სუნთქავთ თუ სწორედ მე გსუნთქავთ…
ჩემი ტუჩებიც დროდადრო მკოცნის… არა, ეს თქვენ ხართ.
რა დაგემართათ?! ასწიეთ თავი… ტყუილად სწუხართ…

ავტორი: გიორგი ბოგველი
კატეგორია: გიორგი ბოგველი | დაამატა: goga13
ნანახია: 587 | რამოტვირთვები: 39 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica