|
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 10 ნაჩვენებია მასალა: 1-10 |
|
დალაგება:
თარიღით ·
სათაურით ·
რეიტინგით ·
კომენტარებით ·
ჩატვირთვებით ·
ნახვებით
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო! ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო! პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო! |
ვარდო სასურო, მაისურო, გრწყავს წვიმა, დარი! სულით ქებულო, შეგნებულო, სადა გყავს დარი? ჩემს სხვა ცემული, გულმოკლული, შორს განიგარი! ტანო ალვაო, მატს ხალვაო, მაქვს სანუკვარი, სევდა და სენი, მომიხსენი რა საუბარი. მე სხივცემული, გულმოწყლული, შორს განიგარი! |
მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა! მე განგიცხადებ დანამალებსა! რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა, |
მე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო, ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელთ დალალო, მთიებო პირო, მიჯნურთ მჭირო, ბროლო და ლალო, კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო! მე შენსა ყარიბსა მიჯნურსა მაქვს სავალალო. |
ვარ უცხო ვინმე ყარიბი, ამა სიტყვითა მხმობელი, ამა მუხთლისა სოფლისა მაგინებელი, მგმობელი: მონა ვარ მისი მუდამ ჟამ და მისი შემამკობელი, - იგია ჩემი ხელმწიფე და ჩემი დამადნობელი! |
მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა! ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა! ვარდის ბაგენი შვენიერად სხვა მაპირებსა! ჩემებრ უწყალოდ მიიყვანებ გასაკვირვებსა! როდეს იქნება, შემომხედო გულსა მწირებსა! |
სევდის ბაღს შეველ შენაღონები: მოკრეფად მსურდა ვარდის კონები. ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები, ისარი მყორცა დასამონები, |
შავნი შაშვნი შავს გალიას შემსხდარნი, სუფთად მხმობნი, ხმა-ყარიბად მსტვინავნი, მრჩობლად მხედნი, მით ერთითა პირითა მათებურად სალ გულთ ამატკინავნი, - |
ცრემლთა ისარნი მოსისხარნი ჩვენდა არენით ილმენით გულნი ჭირ-ნახულნი, შეგვიწყნარენით! უცხონი თემით სოფლის ცემით გავიგარენით, უჭკნობნი ვარდნი ეს-გვარ დარდნი დავიბძარენით, - არ ითქმის ენით, არცა სმენით, ეს იკმარენით! |
ჰაერი ცივ-ნამიანი, ჩემთვის აღარ-ა დღიანი! მას ვშორავ გულ-სევდიანი, ვის მოლოდნა მაქვს გვიანი! |
|
|