|
სულ კატალოგში მასალაა: 285 ნაჩვენებია მასალა: 271-280 |
გვერდები: « 1 2 ... 26 27 28 29 » |
შენზე ფიქრებით ვათენებ ღამეს და მენატრება შენი ალერსი ჩუმად ვიხსენებ იმ მწარე დღეებს როცა ტიროდი ჩუმ ცივ ღამეში |
ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ… შენს ამაგს ვხედავ…. შენს ხოტბას ვბედავ…. |
მახსოვს პირველად რომ დაგინახე იყავი ნაზი და მომცინარი მახსოვს პირველად როგორ შემეხე მახსოვს პირველი შენი ამბორი… |
შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი… ნათლით,რომელიც შენ მიბოძე,სული ივსება. მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი, ვიდრე თან მახლავს პატიოსან კაცის ღირსება. |
ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს, ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ? ნეტავ ვის ატან შენს ლოცვას ძლიერს?! ნეტავ სანთელი ვისთვის ანთია? |
ვხედავ ნაოჭებს მაგ შენს სახეზე, განვლილ დროს კვალი რომ დაუტყვია, ნაჯაფარ ხელებს, სევდიან თვალებს, რამდენი ტანჯვა გამოუვლიათ. |
ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს. ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით. მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს. სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით |
დღეს,როცა მეც მყავს შვილი, უფრო ლამაზი ჩანხარ, ბედნიერი ვარ შენით, მუდამ ჩემს გულში მყავხარ… |
I
დღემ დაიხურა პირ-ბადე,
მთებმა დახუჭეს თვალები.
აღარ შფოთობენ საფლავში
გმირთ ოფლის მღვრელი ძვალები.
ქარი ქვითინებს… ღრუბელთა
ზარი თქვეს შესაზარები.
გული ვერ მოუფხანიათ,
ცრემლი სდით ალაზნიანი;
ჩარეცხეს, ჩაალამაზეს
მთების გულმკერდი კლდიანი.
გაცოცხლდა, ცას ემუქრება
ღრმა ღელე, წყარო – ფშიანი.
გადაიკრიფნენ ღრუბელნი,
ქუჩი გაწირეს ცვრიანი.
გაივსო რძითა მთათ ძუძუ,
დაუშრომელად რძიანი.
მოგესალმებით, ქედებო,
მომაქვს სალამი გვიანი,
ჩემსამც სამარეს ამკობენ
თქვენი დეკა და ღვიანი!
თქვენგანა გულობს ეს გული,
შიგ გრძნობა უდუღს ღვთიანი.
თქვენი მიწოვავ მეც ძუძუ,
ღალიან-ბარაქიანი.
ნუმც გაჯავრდება პირიმზე,
ნუმც დამწყევლიან იანი,
რომ იმათ დედის ძუძუთა
ვსუქდები ცოდვილიანი.
მეც მიგემებავ იგი რძე,
რითაც თქვენ დაიზარდენით;
თქვენავე გარგებსთ, დობილნო,
თუ უხვად დაიხარჯენით! |
შენმა სურვილმა დამლია, შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა; მაოცებს შენი გამზდელი, ვინც შენ გაგზარდა დედამა… კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ, მე გულს მაწევხარ ნისლადა, მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე, |
|
|