პარასკევი, 2024-04-19, 1:26 AM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ანი მატისი

Ibiza – მოგზაურის სამოთხე დედამიწაზე
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (12.0 Kb) ] 2011-11-13, 12:13 PM
ბალეარის კუნძულების არქიპელაგი.ხმელთაშუა ზღვა.
Ibiza -როგორც გოა და ბერლინის "liebe parad”
ადგილობრივი „ჯეკი-ბეღურები" ცხოვრებას იზღვევენ
ნაპირზე,-სადაც მზეს ღრუბელი არასდროს არ ფარავს.

მე,-შავი მონოკინი,თეძოზე გაკვანძული ყვითელი პარეო.
შენ,-შავგვრემან მხრებზე მოგდებულს ატარებ მაისურს,
თვალებით ნარუჯი სხეულის კიდურებს, ქურდივით იპარავ.
-ლაიმის წვენი მინდა!-და შენ მე ამ თხოვნას მისრულებ.

გვიმრები შეზლონგის თავზე რომ ჩრდილებად შეუღლდნენ,
თაფლის თვალები კი,ზღვას ცისფერ ლინზებად ირეკლავს
და მზიდან აწყვეტილი სხივები გვეყრება ღილებად
არ ვიმჩნევთ არც ერთი,-ვსხედვართ და მივირთმევთ კარამელს.

კლუბი "Pacha” -სკენ მივეშურებით მოტოროლერით.
(ნაღებისფერი მზე დაეშვა ჰორიზონტზე ნარმის აფრებად).
კლუბურმა რიტმებმა დედამიწა ხელისგულზე ამოატრიალა
და გაოცებული ჩვენი მზერა გავს ბუდეში ჩიტის შეფრენას.

შენი თვალების 105-იანი ობიექტივი შორს უკვე აფოკუსებს
ტატუირებული გოგოები სტრიპტიზს რომ ცეკვავენ,-ლაკონურს…
ვუკვეთავთ „mohito”-ს და პიტნის ფოთლების მაგივრად ფიკუსი
ამწვანებს Rideli -ის ჭიქას და,- ამდენ ემოციას დაერთო კოლაფსი…

და ასე მარტივად….

გვიმრები შეზლონგის თავზე რომ ჩრდილებად შეუღლდნენ,
თაფლის თვალები კი,ზღვას ცისფერ ლინზებად ირეკლავს
და მზიდან აწყვეტილი სხივები გვეყრება ღილებად
არ ვიმჩნევთ არც ერთი,-ვსხედვართ და მივირთმევთ კარამელს.
კატეგორია: ანი მატისი | დაამატა: goga13
ნანახია: 1300 | რამოტვირთვები: 38 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica