ხუთშაბათი, 2024-03-28, 7:12 PM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ანი მატისი

სამოსელი პირველი” ანუ შენ, როგორც დომენიკო და მე, როგორც სიტყვა “მაშასადამე”….
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (12.0 Kb) ] 2011-11-13, 12:19 PM
ჰალე!-ასე მოგმართავ დომენიკო. მე-ანა-მარია!
ქალი, რომელიც არ გეკუთვნის,-შენი ცოლია.
შენ გაურბიხარ ამ რიტუალებს და ამ სოფელს, მიზნად ისახავ
შენ კანუდოსში დამკვიდრებას და არ გცალია,
რომ მე ვდგევარ და გელოდები ისევ ხის სახლთან.
შენ დაიღალე ვერცხლისფერმერქნის ხესთან ამბორით.
მიწის ბელტისგან შენ შექმენი ქალი ტერეზა-რიტუალური მეძავი, კახპა.
ვხედავ რა ვნებით ეწაფები და ხელები შენი, მის გავას აკრავს.
გრძნობას, რომელსაც უწოდებდი "კაკტუსის ყვავილს”, ჩემი სულიდან ამოხაპე
და შენს ფრჩხილებსქვეშ ჩამჯდარ მიწას, ზედ აწერია –იაფი მარკა!
მე ტანსაცმლიდან მოგლეჯილ მომცრო ნაჭრებს,-რასაც ცეცხლში ვყრი,
თან გავაყოლე შენი სიტყვებიც: ”მიყვარხარ მადამ”!
"ცეცხლი სითბონარევ ამ ნაკუწებს ცამდე აიტანს” -ერთად ვიწამეთ
ეს რიტუალი! შენ გაემგზავრე კამორაში, სადაც ალბათ დარჩები მუდამ.
მე კი წვიმის დროს, ცარიელ თიხის ჭურჭელს,ისევ ჩამოვზიდავ ციდან-მიწამდე!
. . . . . . . . . . . . . . . . . .
წლების მერე კი, დავინახე შენი საცოლე, ლამაზი როგორც სიტყვა "მოიისფრო”
და შენც შეცვლილი, მის გვერდით იდექი, როგორც სიტყვა, ”გავძეხი”, მე კი ისეთი ვიწრო
კაბა მეცვა,-სუნთქვაც კი მიჭირდა! ორივე შეჩერდით სოფლის წინ ჯიხურთან.
მე განზე გავდექი, როგორც ზედმეტი სიტყვა, ”მაშასადამე”. ამ ბოლო სუნთქვასაც ვიწერ
და,-რომ არ შემცივდეს, ამ სოფლის კარებს შენთვის საბოლოოდ მივხურავ!

ანი მატისი 2011წელი
კატეგორია: ანი მატისი | დაამატა: goga13
ნანახია: 902 | რამოტვირთვები: 36 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica