შაბათი, 2024-04-20, 8:34 AM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ანი მატისი

გუილა ჰალასი (ბრასაი), იგივე “პარიზის თვალი” ანუ ფოტოალბომი ლექსად
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (12.5 Kb) ] 2011-11-13, 12:18 PM
პარიზის სამხრეთი. სენის მარცხენა სანაპირო. ოლქი მე-14.
რასპაის ბულვარის კვეთა და იქვე, – მონპარნასი…
პარიზულ ოტ-კუიზინზე ბრმად შეყვარებული ჩამოდის ბრასაი და,-
ქალაქიც გაჟღენთილა ფერფლად ქცეული გი დე მოპასანით.
გზა მართლაც რთული იყო ტრანსილვანიის ქალაქ ბრასოდან…

სადგური მონპარნასი. გზა გრანვილიდან-ტულუზამდე და მერე, უკან.
ქალი შეიხდენს მაცდურ პროფილს დამტყდარი ცეკვის.
ხმაურს სადგურზე ფანტავს ნელი სუნთქვა და ცეკვა "gavotte”,
შავი კაბის ქვეშ დამალულ კერტებს, გუილა ჰალასი თვალებით ეკვრის.
ობიექტივის მიღმა კი დილემა: ან უნდა იცეკვო ან უნდა გალოთდე!

სახელოსნოში მზემ ყველა სარკმელს ჩაუხსნა ღილი.
"ჟილოს პორტრეტი”,-ხატავს პაბლო და კოცნის საფეთქელს…
დაჰყურებს,- მერე თაფლისფერ გუაშს მიაწვდის ღმერთი
და თითქოს მხატვრის გული ამ ტილოზე უნდა აფეთქდეს,
მზედაუშრეტელს ეხლა წითელ ღვინოში ერთვის…

კრეპ სუზეტი და თუნდაც პეშ მელბა.”ღამის პარიზი”და პოეტთა კაბარე.
ფარგი და პრევერი სასმელს მიირთმევენ (პორტვეინს მაღალი ფასი აქვს).
ჰენრი მილერი შემოდის კარიდან და ისევ ”კირჩხიბის ტროპიკი”. დილემა:
"ბიგ სური” განიხილონ ისევ თავიდან (იცნობენ მილერის ხასიათს),
"ვარდისფერი ჯვარცმა” თუ ყველაფერს აჯობებს ბოჰემა დილამდე.

მაღალ ბაკლებს გამშრალ ყელში ადგება ნერწყვი.
და ქალ მარგალიტს,- ნიჟარაში დარჩენილს უბრად
კაბარეს ცხელი სუნთქვა უხსნის საკინძეს და,- უხმობს გარსონს დანანებით:
- იქნებ მომართვათ "სოვინიონი”, (არ ვეტანები სიტკბოს და ნუგბარს!)
- გირჩევთ. "პერინიონის სახლის”, pinot noir-ის ჯიშის ღვინოს (მცირე ტანინებით).

პარიზის სამხრეთი. სენის მარცხენა სანაპირო. ოლქი მე-14.
რასპაის ბულვარის კვეთა და იქვე, – მონპარნასი…

p.s- გუილა ჰალასის ფოტოების მიხედვით
კატეგორია: ანი მატისი | დაამატა: goga13
ნანახია: 786 | რამოტვირთვები: 47 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica