პარასკევი, 2024-04-26, 5:40 PM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ანი მატისი

Artemisia Absinthium ანუ შენ ჩემი “შეშლილი სოკრატე”-დიოგენე სინოპელი. მე შენი გერტრუდა ზელე მაკლეონი, იგივე (მატა ჰარი)
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (12.2 Kb) ] 2011-11-13, 12:20 PM
ლამბაქზე დარჩენილი ბოლო კარამელი გალოკა მთვარემ
და პულკეს რძისფერი ქაფიანი წვენი-ტეკილა.
მაგ შენი თვალების ცისფერი უპე….
ღვინის ცარიელ კასრში გძინავს და დღედაღამ მთვრალებს
ყოველი სიტყვა ცარიელი, ცას გუნდრუკს უკმევს.

მერე გოლფშტრემში ტერასაზე ლუდსაც მივირთმევთ.
ვიღაც იძახის:-სანტიაგო!-(შენ იხედები).
და ფქვილის ტომრის ნაჭრებისგან დაკერილ აფრებს
იცავ ქარისგან .და (შენ) მეთევზის, (მე) შენი ცოლის სახელს ვირქმევთ
და შენ, ჩემი, (ამ დროში მოხუცი),თევზს იჭერ,-ბადეში დანაფერს.

შემდეგი გაჩერება. პარიზის მე-8 ოლქში. ელისეს მინდვრები.
უცებ გადაფურცლე მატისის ალბომი. მოიცა! შეხედე – "წითელი თევზები”
მაგ შენს ცისფერ თვალებს ლუვრის მტვერი უცებ მოეფინა
და როგორც საფრანგეთს-"ეიფელი”, ისე არ მბეზრდები.
შენ-ჩემი ნაპოლეონ ბონაპარტი. მე-შენი ბოარნე ჟოზეფინა!

ნისანის 15. შეხედე ის ღრუბლები, ამდენ ხანს რომ ელი.
საწყალი ბერლიოზი…ანუშკამ რელსებზე ზეთი, რომ დაღვარა.
კოროვიევს კი, დამსხვრეულ პენსნეზე ისევ ვოლანდი შერჩა მარგალიტად…
ხელები დაიბანა! შენ მკითხე ვინ არის?- გპასუხობ:-"პილატე პონტოელი”.
შენ-ჩემი ოსტატი. მე-შენი მარგარიტა!

"გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა”-მარკესი. ევრიკა!
მეექვსე სართულის ფანჯრიდან "ლედი მადონებს’ უკითხავ ესენინს…
ეს გრძნობა,-ჩვენს ფერხთით დაყრილი ავკრიფეთ შინდებად
წავიღეთ სახლში და,-კედელზე დავკიდეთ პიკასოს "გერნიკა”….
შენ-ადამ, მე-ევა! აკრძალულ ნაყოფის ნუ შეგეშინდება!
კატეგორია: ანი მატისი | დაამატა: goga13
ნანახია: 862 | რამოტვირთვები: 36 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica