პარასკევი, 2024-03-29, 12:49 PM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ანი მატისი

D R E A M E R S 1968 წ.
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (12.8 Kb) ] 2011-11-13, 12:16 PM
აღმართული ბარიკადები და იქვე სორბონი „მოვითხოვთ სიმართლეს"
მიზეზი?!-კაფეტერიებში სპაგეტის პორციის გაზრდა თუ
მარიხუანას მოწევის აკრძალვა.ახალგაზრდობა შევიდა მორალურ ჩიხში და
სად არის დე გოლი?!-(როდესაც სტუდენტებს ამბოხი თავისთან მიათრევს).
შიმშილით არ კვდები!მოწყენილობა საფასურს სიკვდილის რისკით იხდიდა!

ვის ახსოვს პასტერი,ჰიუგო…ქანდაკებები დაფარა წითელმა დროშებმა.
„მოწიე რაც გინდა","აკრძალვის აკრძალვა" და მსგავსი პოსტერები…
მთელი დღის მანძილზე სორბონას ეზოში ჯაზ-ბენდი უკრავს და სიტყვები
რომელიც არავის არ ესმის,ლათინურ კვარტალსაც გადასწვდა.ფანჯრის მიღმა კი მრუშობენ
ფრანგები.არ უსმენ პომპიდუს და როგორც მორიგი სულელი,- ამბოხში ერთვები.

ერთ-ერთი სახლის ფანჯრიდან კი სულ სხვა სამყარო ჩანს,სხვა რევოლუცია.
და აბაზანის სამნაწილიანი სარკე ქმნის იმ ტრიპტიხს
რომელშიც გარყვნილი იზა,თეო და მეთიუ წმინდანებს მოჰგვანან.
შემთხვევით არაა 32 წელს გადაღებულ ფილმებზე თამაში გართობად რომ იქცა,
(იმ დროზე,როცა ევროპას ჰიტლერის სამსხვერპლოსგან ნაბიჯი აშორებს).ასეთი დოგმაა

თუ ვერ გამოიცნობ, სასჯელსაც შენ იხდი! ხოდა დგას თეო და
საეჭვო სიმშვიდით უყურებს მტანჯველ სცენას,(ხო,მისთვის საკრალურს),
როგორ ისაკუთრებს იზას ქალწულობას მეთიუს სხეული.
კვერცხს წვავს ტაფაზე და თითქოს ამ ორთქლზე გონება თბებოდა
მაინც ტკივა,რომ მისი სხეულის მეორე ნაწილი ,მის თვალწინ სხვისდება.

სამი შიშველი სხეულის სუნთქვისგან დაჭმუჭნილ ზეწრებში გრძნობა არეული
გონებაგახდილ ( ევას) გვერდით უწევს უცოდველი და შემცნობი ორი (ადამი)
თვალის კუთხეში გაჩენილ დილის წებოვან მასას. კერტებამოყრილი ენით ეფერება.
და ისე იკარგება ოთახში დაყრილი ტყუპი „შიშველი გონება"და რამლი
როგორც ხელსაბანში მეთიუს შარდისგან რჩება არაფერი!

მთელი დღის მანძილზე სორბონას ეზოში ჯაზ-ბენდი უკრავს და სიტყვები
რომელიც არავის არ ესმის,ლათინურ კვარტალსაც გადასწვდა.ფანჯრის მიღმა კი…
კატეგორია: ანი მატისი | დაამატა: goga13
ნანახია: 793 | რამოტვირთვები: 41 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica