პარასკევი, 2024-04-26, 12:48 PM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ტიციან ტაბიძე

ნუ გაიკვირვებ
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (11.1 Kb) ] 2011-12-10, 10:07 PM
ნუ გაიკვირვებ, როცა გეტყვიან,
რომ ჩუმად არის ახლა ტიციან, -
პოეტი დღეს სხვა ოცნების ტყვეა,
ამის შესახებ მათ არ იციან.

რა საჭიროა აქ პირფერობა,
მართლა მხიბლავდა მე ერთ დროს „დადა",
მტანჯავი იყო ეს გაორება,
მონანიება კი არის სადა.

ეშაფოტივით იდგა ქალდეა,
ეს ცა აქამდე თავზე დამტირის,
გული ყოველთვის პიტალო კლდეა? -
და გავხდი ერთხელ მეც დეზერტირი.

მაგრამ მომადგა გრიგალის სვეტი,
ახალ ბრძოლაში თავით დავეშვი,
სიტყვა არ არის ცეცხლის დამწრეტი,
ისე, როგორც ზღვას, ვერ დაცლის პეშვი.

დაფასთან ვდგავარ და ვშლი ძველ ლექსებს,
ცარცით კი არა, - სისხლით რომ ვწერდი.
საბჭოთა მიწავ! გიკოცნი ფესვებს,
ახალ ცხოვრების ვარ ალავერდი.

1928
კატეგორია: ტიციან ტაბიძე | დაამატა: goga13
ნანახია: 1056 | რამოტვირთვები: 30 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica