ხუთშაბათი, 2024-04-18, 9:05 PM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ტიციან ტაბიძე

მუხამბაზი, ...
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (11.6 Kb) ] 2011-12-10, 10:10 PM
1.

ამ დროს მოდიოდა გრიგოლ ორბელიანი
ორთაჭალიდან.
ცხელი ცოცხალით სავსეა ნავი,
ეს ხმაა ჭიჭყინასი ასე გულსაკლავი,
თუ კრწანისიდან მოდიან თათრები...

მეზურნეები დილას ებრძვიან გააფთრებით,
შარვლის ტოტებში მთელი მზე ჩავა,
მოდიან ვირები დატვირთულ ქლიავით,
მოდიან ვირები კოჯორის ნიავით.

ასე აღვიძებდა საიათნოვა მტკვარს.
ღვინო მოუნდება გაციებულ მკვდარს.
გაბრეილ ლოყებით გაჰკივის კარო:
- „არუთინა მქვიან, საიათნოვა ვარ,
ლექსებს გეტყვი, ცამ ქუხილი დაიწყოს..."

2.

...და დგას ტფილისი, მუდამ ურყევი
და ქანაობენ ხრიოკი მთები,
გამოგუდულა გარშემო მთები,
გამოგუდულა გარშემო ხევი,
გული, აინთე, თუ აენთები!..

დიდებულია ყაბახზე დილა,
ახალი მთების ვხედავ კუნძულებს,
ორბელიანთა გაუთხოვარ ქალების ძუძებს.
მზე სიხარბიდან, მზეც კი გაზრდილა

და მოტეხილი სერაფიმის ფრთა,
ქაშვეთი კიდევ უფრო გაფითრდა.
ამ დროს ბრუნდება გრიგოლ ორბელიანი
ორთაჭალიდან.

სავსე ყანწები თამადას ელიან,
მესმის დაძალება „დალიე, აიტან!"
ტიციან მქვიან, ვრჩები ტიციანად,
ლექსით და ღვინით ყველამ მიცანით.
ლექსებს ვიტყვი, ცის ქუხილი რა არი?!
საიათნოვას შიგ საფლავში გაუტეხო ფიცარი.

1925
კატეგორია: ტიციან ტაბიძე | დაამატა: goga13
ნანახია: 917 | რამოტვირთვები: 34 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica