პარასკევი, 2024-04-26, 1:47 PM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ტიციან ტაბიძე

კახეთში
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (11.5 Kb) ] 2011-12-10, 10:12 PM
ასე გვეძახის კახეთის ველი

ასე გვეძახის ალაზნის ველი:
მოდით, სტუმრები ხართ სასურველი,
მოდით და ნახეთ ყვარელის ღვინო,
მოდით, კახურად რომ მოვილხინოთ.

ნეტა სხვა ხალხიც წამოგეყვანათ,
გელით პოეტებს სუფრა გაშლილი,
შილდაში მღერის დედას ლევანა
და ართანაში ყარალაშვილი.

სოფლიდან სოფლად მეხად გადადის
მრავალჟამიერ ჩვენი თამადის,
ტითქო წინანდალს სეტყვა ურტყამდეს,
რა გული იტევს სიმღერას ამდენს.

ბაიათებით სუფრა იღრჩობა,
გვაჩვენე სიძევ, ახლა ბიჭობა!
დალიე ყანწი და არ გეძნელოს,
ტკბილი კახეთის სვამ სადღეგრძელოს.


2.

გუშინ შვიდნი გურჯანელნი

ვიცი, ესროლეთ შვიდთა... მაგრამა,
რომ დააცილეთ ვიცი ესეცა.
ერთხელ ესროლა ბერმა პაპამა
და ჯიხვი კლდეზე ჩამოეკეცა.

შვიდჯერ რომ გითხრათ ლექსები ყველამ
ყველა შვიდივე აცდენილია.
თავს დაგვიარა ვაჟა-ფშაველამ,
ტავზე გვაწვება ზვავად ილია.

ან ვინ დათვალოს კახელ ვაჟკაცებს,
ან შედავებას ვინ გაუბედავს,
ძმებო, ასწიეთ სავსე ყანწები
და უდღეგრძელოთ მშობელი დედა.

ამაზე რომ ვთქვათ სიტყვა თამამად,
ამიტომ გვირჩევს სუფრა თამადად.

1927
კატეგორია: ტიციან ტაბიძე | დაამატა: goga13
ნანახია: 865 | რამოტვირთვები: 35 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica