ხუთშაბათი, 2024-04-25, 8:02 PM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ტიციან ტაბიძე

ილაიალი
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (12.2 Kb) ] 2011-12-10, 10:15 PM
ალი არსენიშვილს

სკიფიაში ვარ... ქიმერიის
მწუხრით დამწვარი,
ალი, ძვირფასო, მე შენი ხმით
ვკითხულობ პუშკინს.
ბახჩისარაის შადრევანის
მასველებს ღვარი,
ძველ შადრევანებს ატირებას
არავინ უშლის...
და ვეკითხები ამ დაბურულ
სკვითების ღამეს:
რა იქნება ჩვენი ჭაბუკობა
და გატაცება?
ვინ გადაფისა ასე გული
მშრალი ბაღლამით
და არ გვაცალა შთაგონების
დავაჟკაცება...

მალე თბილისში, როგორც წინათ
ვაჟა-ფშაველა,
მე ხურჯინებით ჩამოვიტან
დაწერილ ლექსებს.
მაგრამ ლექსებზე მეტი მომაქვს
მაინც ნაღველი,
ასე უჩემოდ სასიკვდილოდ
რომ გამილესეს.

და გეფიცები მეც ოვიდის
დამწუხრებულ ლანდს,
რომ ძველებურზე კიდევ უფრო
შენთან ვარ ახლო,
ვოცნებობ შენთან რუსთაველზე
ტირილით გავლას,
დავიწყებული სტრიქონები
რომ განვიახლოთ.

ვიგონებ იმ დროს, როცა შევხვდით
მართლა ლოენგრინს,
თეთრი ვაშლის ხე თეთრ ხიდეზე
მოსცურდი გედით;
გიგონებ რაინდს, სამუდამოდ
ლექსით დაბეგრილს,
რომ გათენებას ქუთაისშიც
ვეღარ ვიგებდით.

ვიგონებ თბილისს... რძიან დილას
და ვარდისუბანს,
აბნეულ სიტყვას, ლექსების ორთქლს,
ილაიალის
და საიათნოვას სიმღერებით
აყვანილ დუქანს.
ალი, ძვირფასო, დაგრჩა რამე
იმ ცეცხლის ალის?..

თვრამეტი წელი... დასაწვავი
თვრამეტი წელი.
ჩვენ ჰუსარები... გაფრენილი
ჰოლანდიელი.
მომტირის გული, სასიკვდილო
გული ალალი!
ციცინათელად გადამდნარი
ილაიალი...

ბუენოს აირეს... ალეხანდრო
და კასტილია!
თეთრი საბნებით თავწაკრული
მალაელები.

იმ ტანჯულ დღეთა პანაშვიდი
გადახდილია,
საბანეევას უნაზეს ხმით
ნამტირალევი.

თითქო გუგუნებს ამაღამაც
დავითის ზარი
და ეს სკიფია სიზმარია,
მხოლოდ სიზმარი.

1925
კატეგორია: ტიციან ტაბიძე | დაამატა: goga13
ნანახია: 802 | რამოტვირთვები: 36 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica