პარასკევი, 2024-03-29, 2:11 PM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ტიციან ტაბიძე

გომბორის მთაზე
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (11.2 Kb) ] 2011-12-10, 10:19 PM
ს. შანშიაშვილს და გ. ლეონიძეს

დაიფშვნა, მაგრამ მაინც აქამდე
თავის ნანგრევებს უძლებს უჯარმა,
გასტანოს, ძმებომ ჩვენ სიკვდილამდე
ამ სიყვარულის ლექსის გუჯარმა.

ასეთი იყო ის ღამე მაშინ,
ვახტანგს რომ ციდან მოესმა რეკა.
დღესაც ქვითინით სტირიან ცაში
ვაჟა-ფშაველას ღვია და დეკა.

და სართიჭალის მეთარე საქო,
ჩვენთვის აკაკის მღერის „სულიკოს".
ჩვენც ხომ იმისთვის გვყოლია სატრფო,
რომ ისიც ასე დაკარგულიყო.

აშუღმა თავის სთქვა აშუღური,
სხვა სათქმელი აქვს ამ ჩვენს სამებას,
მაგრამ გაგვიხდა სიტყვა უძლური
და სათითაოდ ენა დაგვება.

მელიტა, ნინო, რძალი ზენარი
მშვენიერებით შეემოსა კალთები კახეთს,
დაქალებული ვეფხვიც ეგ არი,
ბეწვის ხიდიდან სამოთხე ვნახეთ.

დედის რძესავით ტკბილია ღამე,
იორი ჩქეფით ოცნებას არწევს.
გამოვა წამით გომბორზე მთვარე
და გორგასლანი ხმალით გადაწევს.

1928
კატეგორია: ტიციან ტაბიძე | დაამატა: goga13
ნანახია: 931 | რამოტვირთვები: 28 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica