შაბათი, 2024-04-20, 2:31 AM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ლექსები სიყვარულზე

ასე გგონია?
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (11.2 Kb) ] 2011-11-13, 11:46 AM
ასე გგონია ვეღარ დავწერ დღეიდან ლექსებს?
ასე გგონია ერთადერთი შენა ხარ მუზა?
ლექსთა სამყაროს მარადიულ შენ ადგენ წესებს
მღვრიე აზრებში როცა ისურვებ ჩაუშვებ ღუზას?
შენ ჩემს სიტყვებში ალბათ ისეთს ვერაფერს ხედავ,
ეგ მკაცრი გული მცირე გრძნობით მაინც აგევსოს
ვიცი ცინიზმით, ალბათ ხშირად თქმასაც გაბედავ:
"ცოტა აკლია, რასაც უნდა იმას დაწერსო,
არავინა ყავს განმკითხავი , არვინ სთხოვს პასუხს,
რეალობაში ვერ პოულობს გიჟი იმედებს
აურევია, ვერ არჩევსო აწმყოს და წარსულს ,
მბჯუტავ სინათლეს ჩაბნელებულ ლექსებში ეძებს.”
მაგრამ გახსოვდეს მბორგავ ტალღებს შენ ვერ ჩაახშობ,
თუნდაც შეასკდეს გრძნობის გემი კლდოვან ნაპირებს
თუნდაც მორევმა ჩამითრიოს , თუნდაც დამახრჩოს
დამარცხებულიც ავასრულებ ჩემს დანაპირებს.

სტოპა ჩილინგარაშვილი
კატეგორია: ლექსები სიყვარულზე | დაამატა: goga13
ნანახია: 902 | რამოტვირთვები: 37 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica