ხუთშაბათი, 2024-04-25, 5:08 PM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ნიკოლოზ ბარათაშვილი

ბედი ქართლისა
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (10.9 Kb) ] 2011-11-27, 1:06 PM
კახთა მიმართ

ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით,
თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფად და გმირად;
თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,
როს თქვენებრ მლხენი ევლინებოდა მტერსაც გამგმირად!

და რაც საყვარლის ჩვენის ირაკლის ჟამმან მეფობის
მოუვლინა აწ გამოხატვასა ჩემს ყმაწვილობის, —
მეც, ძმანო კახნო, თქვენ შემოგიძღვნით მას არმაღანად,
ერთსულობისა, ვაჟკაცობისა, ლხინის საგანად.

როს თქვენებურად მამულის ღვინით გულს ახარებდეთ,
ხელთ ჯამის მპყრობნი წარსრულსა დროებს მოიხსენებდეთ
და მორიგისად სმიდეთ წინაპართ შესანდობარსა,
მოიგონებდეთ ყარიბს მგოსანსაც, თქვენდა მბობარსა!
კატეგორია: ნიკოლოზ ბარათაშვილი | დაამატა: goga13
ნანახია: 1249 | რამოტვირთვები: 50 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 4.0/2
სულ კომენტარები: 2
2 mari  
0
magari leqsoaaa dzaaann <3

1 მარი  
0
ძაან მაგარი მწერალიაა ნიკოლოზ ბარათაშვილიიიი :*:*:* ძალიან მიყცარს

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica