სამშაბათი, 2024-04-16, 7:26 PM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ნიკოლოზ ბარათაშვილი

არ უკიჟინო, სატრფოო…
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (11.6 Kb) ] 2011-11-27, 1:04 PM
არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:
მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!

მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,
საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.

მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.

მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,
რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,

რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,
და, ერთად შესხივებულნი, შვებას მოჰფენდნენ სიცოცხლეს!

არეს ავსებდენ სიამით, მცენარეთ განმაცხოვლებლად,
იყვნენ მარადის, უხსნელად, სოფლისა განსათავებლად!

ნუ თუ ამ სულის წადილსაც ჰრქვა სიყვარული სხვათაებრ?
მაშინ მზეც უსხივ-უცეცხლოდ შეიძლებს ნათვას ვარსკვლავებრ;

მაშინ ვარდიცა განთიადს ვერღარა გარდაიშალოს
და ცისა ცვარმან მდელოი არღარა გააბიბინოს.

მაშინ შენც სხვათა მოკვდავთა ბანოვანთ მიემსგავსები!
მაშ რად ერჩევი მათ შორის და ციურთ დაედარები?..

მაგრამა მშვენიერება გაქვს, ცისიერო, უხრწნელი,
და ჩემთა გრძნობათ შენდამი ვერ დასდვან კაცთა სახელი!

1841 წ.
კატეგორია: ნიკოლოზ ბარათაშვილი | დაამატა: goga13
ნანახია: 2008 | რამოტვირთვები: 56 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 4.7/3
სულ კომენტარები: 2
2 tamuna chigladze  
0
ragac arswored miweria ar megona tu qarulze iyo gadayvanili tavidan davwer es saiti sauketeso ramaa nebismieri bavshvistvis radgan mat sheudzliat am saitze moidzion lim mwerllis leqswbi romlebicc mat surt es ki sauketeso ramaaa chemi azrit am saitis damaarsebels ki didi madloba

1 tamuna chigladze  
0
დძაკიან კარგი სსაიტია რადგან ამ საიტზე ბავსჰს სჰეუდზლია მოიდზიოს ლექსი იმ მწერალზე რომელიც მას სურს ეს საუკეტესო რამაა ცჰემი აზრით

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica