შენ დარე გქვია. დედაჩემი, ჩემი დედა ხარ. მე – შენი შვილი, ნიკოლოზი, დიდება უფალს! მე არ მინდოდა, რომ შენ ასეთ დღეში გენახე, მე არ მინდოდა, აგვსებოდა ცრემლებით უპე. მე მახსოვს ის დრო, სხვანაირად როცა ვიყავით, სულ სხვანაირად… სხვანაირად თბილოდა მაშინ ჩვენს სახლში… მახსოვს (კარგად მახსოვს), როგორ ვიდავეთ იმაზე, რომ მე აღარა ვარ პატარა ბავშვი. არადა, ახლა რომ გიყურებ დილით მიმავალს სამსახურისკენ, შეციებულს და წელში მოხრილს, მე ვუბრუნდები იმ საღამოს, სწორედ იმავეს, როცა დიდივით გაგეჯგიმე, ხმა დავიბოხე
|