შაბათი, 2024-04-20, 11:54 AM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » გიორგი ბოგველი

ღამის ლექსი
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (11.0 Kb) ] 2011-11-13, 4:20 PM
ღამით დავივლი შენი სხეულის უცხო ბილიკებს,
სახეს შევუშვერ გადარეულ შენს თმათა ჩანჩქერს
და ნამიანი მაგ ნაკვთების ნაცნობ ღიმილებს
ჩემი თვალები დაკოცნიან სიმორცხვით ნაფერს.
გადავეშვები ნიკაპიდან შენს მკერდის ზღვაში,
ცხელი ტუჩებით ავაქაფებ მოვარდნილ ტალღებს
და სიმხურვალე გადალესილ ცვარიან კანში
ურჩი თითები დაიპყრობენ შენს იალაღებს.
გამოვიდარებ ჩაბნელებულ ქუჩათა ცაზე,
მე წამწამებით გადაგიგვი ყველა ქვაფენილს,
ეს სიყვარული გამიზრახავს შეგაშრო ტანზე,
შენ ჩემს სხეულში დაგაძინებ ხელით ჩაფენილს.
და ნუ იფიქრებ ყველაფერზე, განდევნე ფიქრი!
დარჩი სულ მარტო ჩემს ერთადერთ აჩემებაში,
თვალგანაბულმა დაივიწყე ათასი რიდი,
ათასჯერ რიდი ჩაგვაკვდება ღამის ვნებაში.
კატეგორია: გიორგი ბოგველი | დაამატა: goga13
ნანახია: 661 | რამოტვირთვები: 31 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica