სამშაბათი, 2024-04-23, 10:02 PM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » გიორგი არაბული

მე და შენ ღმერთო
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (11.0 Kb) ] 2011-11-13, 4:13 PM
მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ, ან… (როგორც არი),
არ შეგვიძლია, სხეული რომ წამებას მივცეთ,
ზოგჯერ ისეთი მარტივია შეაღო კარი
და კარის უკან დამწყვდეული ვერ ნახო სივრცე.
გზას მივყვებოდეთ შენ გოლგოთის, მე ჩემი სოფლის,
მერე კი ერთად მივდიოდეთ თოვლში და ქარში,
ჩვენ დედამიწა ისეთივე პატარა გვყოფნის,
სადაც შენ ჯვარზე გაგაკრეს და მე მარტო დავრჩი.
დრო იტყუება… კვლავ გოლგოთის მთიდან დაგვყურებ,
მე პირჯვარს ვიწერ და ვლოცულობ და ღმერთო… "ამინ”
კაცობრიობა დაამწყვდიეს… კარი დახურეს…
ახლა ფანჯრებთან ერთმანეთის სხეულებს ჭამენ.
მიწაზე ყველას დაავიწყდა რწმენაც და ქრისტეც,
ჯვარზე გაცვეს და დაიჯერეს… ჰგონიხარ მკვდარი -
ადამიანებს – ძნელია რომ დღეს რწმენა მივცეთ
მე და შენ, ღმერთო, ან მე და თქვენ, ან… (როგორც არი)
კატეგორია: გიორგი არაბული | დაამატა: goga13
ნანახია: 861 | რამოტვირთვები: 28 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica