პარასკევი, 2024-04-26, 9:24 AM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » გალაკტიონ ტაბიძე

ვერხვები
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (11.0 Kb) ] 2011-11-13, 3:55 PM
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად,
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ…
სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღად და მიეძინათ…
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.
მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის ან ვისთან? არ ვიცი, არა!
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა,
დრომ ყვავილებით დააგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი – პრინცესა.
კატეგორია: გალაკტიონ ტაბიძე | დაამატა: goga13
ნანახია: 2467 | რამოტვირთვები: 49 | რეიტინგი: 4.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica