შაბათი, 2024-04-20, 2:53 AM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » გალაკტიონ ტაბიძე

შავი ყორანი
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (10.7 Kb) ] 2011-11-28, 2:50 PM
გზა გავიარე... მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები;
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
”ნუ იხედები... ნუ იხედები!”

გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვიო
გასასვლელი გზის სივრცე უცვლელი;
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
”შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!”

მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა...

გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი - ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი,
სივრცე - ყველაფრის მიმტევებელი.
კატეგორია: გალაკტიონ ტაბიძე | დაამატა: pushi
ნანახია: 2532 | რამოტვირთვები: 67 | რეიტინგი: 4.2/5
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica