ხუთშაბათი, 2024-04-25, 1:17 PM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » გალაკტიონ ტაბიძე

მიმღერე რამე
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (10.9 Kb) ] 2011-11-13, 3:44 PM
როგორ მიყვარდა! მაგრამ ხსოვნა იმ ტრფობის სრულის
დარჩა ჩემს გულში წაუშლელი და მოკამკამე,
იმას იგონებს დაღონდება დადაღულ გულის…
იმ სიყვარულის მიმღერე რამე!
ყმაწვილკაცობა, ყვავილები სიცოცხლის დილის
ბურუსებს იქით გადიკარგა… როგორ ვეწამე!
ეხლა თავს მადგას ჭმუნვარება მომავლის ჩრდილის.
იმ სიყმაწვილის მიმღერე რამე!
დიდი მიზანი, ბრძოლა იყო ახალ დღეების,
არ დავცემულვარ, მაგრამ გესლით მე მოვიშხამე.
აი, ნაყოფი ქარიშხლიან სიცოცხლის ვნების.
მე იმ ბრძოლების მიმღერე რამე!
ახალგაზრდათა ბრძოლის შემდეგ დაუძლურების
და წარუშლელი მწუხარების გავხდი მოწამე,
მოწამე გავხდი ცეცხლისა და განადგურების…
გემუდარები, მიმღერე რამე!
კატეგორია: გალაკტიონ ტაბიძე | დაამატა: goga13
ნანახია: 1070 | რამოტვირთვები: 34 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica