შაბათი, 2024-04-27, 7:19 AM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » გალაკტიონ ტაბიძე

გორა-გორა, ვაზი-ვაზი
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (10.8 Kb) ] 2011-11-13, 3:41 PM
გორა-გორა, ვაზი-ვაზი,
მთვარით მონამკედარი;
ხევით ხევზე, მთიდან მთაზე,
ეშურება მხედარი.

ფეოდალი ძველისძველი,
მეფეთ შთამომავალი,
ვისიც იყო მთა და ველი
და კოშკები მრავალი,

ახლა მიჰქრის, იგი მიჰქრის,
მერანს ცეცხლი ედება.
არა! ეს გზა არის ფიქრის,
ყველგან რომ ეხეტება.

ნანგრევს იქით, კოშკებს იქით,
სიზმარიც კი მკრთალია.
ეს შრომაა ლალის ჭიქით…
რა დროს ფეოდალია!

შრომით მოველ, შრომით წავალ,
მხოლოდ შრომა ამიერ,
იყოს მრავალ, უფრო მრავალ,
კიდევ მრავალჟამიერ!..
კატეგორია: გალაკტიონ ტაბიძე | დაამატა: goga13
ნანახია: 951 | რამოტვირთვები: 39 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica