პარასკევი, 2024-04-19, 5:18 PM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ანი მატისი

Sozinho ბრაზილიურად
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (11.2 Kb) ] 2011-11-13, 12:11 PM
თვალწინ გიდგამენ კონსტრუქციებს,პაპაი-მაშეს.
ალეგორიულ მარხილებში
ადგილს იკავებ.
აღლუმის ფრთებში შავ უკანალს აგითამაშებს,
ჯერ „მესტრე-სალა",
გიტარა და კოვაკინიო.


გაცდი სამბადრომს.გაუყევი რიოს ფაველებს.
(აღლუმის ფორმას გირჩევნია
ძველი ტიარა).
თითქოს არ გინდა იმ ექსტაზურ რიტმში ჩაეფლო,
და მარტოობას საკუთარ თავს,
ძალით ატენი.

ვიწრო ოთახსაც ვეღარ ირგებ სხეულზე,-გიჭერს.
(კორკოვადოზე ხელგაშლილი
მოჩანს იესო).
საკუთარ თავთან,სანამ ბოლო გრძნობას ივაჭრებ,
ძილი გჭირდება,
ერთი კარგად,რომ დაისვენო.

მარტოობას კი,შენს ბალიშთან უჩანს ყვრიმალი.
და თავს გაბეზრებს ისევ თხოვნით,-
ფინჯანი ყავის.
უარს ვერ ამბობ,(თუმც სიფხიზლეს ძილად აყალბებ),
-აი, ინებეთ!
მე ხომ სუნთქვაც,თქვენ გაგიყავით!

Ani matisi
კატეგორია: ანი მატისი | დაამატა: goga13
ნანახია: 728 | რამოტვირთვები: 35 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica