პარასკევი, 2024-04-19, 3:44 AM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ტიციან ტაბიძე

თბილისის ღამე
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (11.2 Kb) ] 2011-12-10, 10:17 PM
თითქო კვდებოდა თბილისის ღამე,
სარაჯიშვილის ხმებით ტიროდა,
ტარს ამოჰქონდა გულის ბალღამი
მტკვარის მარცხენა სანაპიროდან.

ასე მღეროდა მაშინ მეტივე
ფიჭვის შეკრული თეთრი გედებით,
და უეცარი ძველი მოტივი
ინაცრებოდა სხვა იმედებით.

რა მაბადია - ან რა მებადა,
მე ვარ ტიტველი მთა შავნაბადა,
მაგრამ გული რომ მაინც მიტირის,
თითქო ჩააგდეს ცეცხლის საკრიეს...

ახლა მეც ვაქებ ინდუსტრიის ქარს,
მეც მინდა ძველი ქვეყნის დალეწვა.
თაფლის ფრთა ჰქონდა მაშინაც იკარს
და გული ფრთაზე მალე დაეწვა.

და მაპატიეთ, მე თუ მივსტირი
რძიან ბალახს და თბილისის დილას.
მე მეხარბება, მართლა მესტვირე
არსენას ლექსით რომ გამოზრდილა.

ჯერ კიდევ ვზივარ ძველებურ ტივზე,
ვტირი შეკრული ფიჭვის გედებით.
არ შევჩერდები მე ამ მოტივზე,
მე თვითონ ვცხოვრობ ამ იმედებით.

1927
კატეგორია: ტიციან ტაბიძე | დაამატა: goga13
ნანახია: 1231 | რამოტვირთვები: 29 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica