შაბათი, 2024-04-20, 3:59 AM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ტიციან ტაბიძე

ავტოპორტრეტი
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (10.8 Kb) ] 2011-12-10, 10:26 PM
უაილდის პროფილი... ცისფერი თვალები,
სარკეში იმალება თმათეთრი ინფანტა.
იღლიის დაკოცნით მალე ვიღალები,
მწვავენ ტალღები, თმებმა რომ დაფანტა.

მასსენეს ელოდნენ დათლილი თითები,
ჯირითს რომ ელიან ფეხმარდი ცხენები,
სხვანაირ მუსიკის დღეს მბანენ ზვირთები,
ძვირფასად ვინთები ლექსების ხსენებით.

აზიურ ხალათში, ვით ფაშა ეფენდი,
ვოცნებობ ბაღდათზე მოღლილი დენდი,
ვფურცლავ მალარმეს "Divigation”-ს.

იყავ რაც გინდა, შავი, საცოდავი,
ცხოვრება, ხელში მაქვს მე შენი სადავე,
რომ ეს ჯოჯოხეთი სამოთხედ გაქციო.

1916
კატეგორია: ტიციან ტაბიძე | დაამატა: goga13
ნანახია: 955 | რამოტვირთვები: 40 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica