ხუთშაბათი, 2024-04-18, 7:49 AM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » ანი მატისი

კოსტა-რიკა და პლატონური სუიციდი
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (12.0 Kb) ] 2011-11-13, 12:12 PM
გუშინ გამოვწრუპეთ ვისკის ბოლო წვეთი,-ტუმბლერიდან.
დაქანცულ სხეულზე, ბოლო ფერებისგან შემომაცვდი.
ყელში ამოვიდა ყოველ დღე ეკრანზე სცენები ბატალური
ამიტომ შევიჩვიეთ, ერთგვარი პლატონური სუიციდი.

ანუ გავიქეცით, საკუთარი თავებიდან და ახლა აქ ვართ,
კოსტა-რიკაში, გავყურებთ კორდილიერას ვულკანურ ქედებს.
ჩვენს თავზე, ჩვენი წილი ცა თითქოს ბოლო ღრუბლებად აქნეს
და ვიღაც ქალი ჩინჩილია, ეკრანიდან მორალს ქადაგებს.

მწვანე მაუდით გადაკრულ მაგიდაზე ვასვენებთ სხეულს.
გაჩენილ ვნებას, ბოლო ბურთივით ვტენი ვიწრო ლუზაში.
ვხედავ კადრებად იმ სხეულებს თვალის კუთხეში რომ ინახავ
და ყველა ქალი, ვინც ჩემამდე გყვარებია ,-მაღიზიანებს!

სასტუმრო "four season” და ბოლო ხმაზე უბერავს R a y.
(ტიხრულ ლარნაკში გუარია მორადას ჭკნება ორქიდეა)
და შენი თვალების მღვრიე ფერივით მეც, რომ ავირიე
იმის ბრალია, შენი ღიმილი რომ ქალის სხეულივით ქირავდება.

ბოლო ნაფაზივით ფილტვებში დამიგუბე.-ხოდა გამომიშვი!
ჯიბეში ჩარჩენილ 5 კოსტა-რიკულ კოლონად ნაყიდი სუვენირი,
ხელში შემაჩეჩე. ჩვენი „სიყვარული" კედელზე გამოკრული შაგალია
ყოველ დღე რომ იპარავ,- და მერე ჩემს სხეულში რომ ასამარებ.

ახლა ისე ვარ სულელურ ფილმზეც რომ ვიტირებდი
არ მინდა შეგეხო, გრძნობები თითებივით გადავმალე.
რასაც ვეღარ ვხედავ ეკრანზე,- ეს ბოლო ტიტრებია
ვსხედვართ დივანზე მე, შენ და შუაში,- ვუდი ალენი.
კატეგორია: ანი მატისი | დაამატა: goga13
ნანახია: 1332 | რამოტვირთვები: 39 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica