სამშაბათი, 2018-06-19, 6:51 PM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12401
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები » ლექსები » სადღეგრძელოები ლექსად

პატარა კახი
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (11.1 Kb) ] 2011-11-12, 7:43 PM
ცრემლით ნამღერი ცხელი ლექსი ვარ,
სტრიქონი სისხლით დამიწერია,
უკვდავი მოდგმის დიდი ფესვი ვარ,
გადაშენება არ მიწერია.
ვარ შენი შვილი, შენი პაატა,
მსჯან ახალი შაჰინ–შაჰები,
კვლავ შენთვის ბრძოლა მიჩანს ტაატად,
ვერ მოვიხდინე კვლავ არტახები.
ვერა მცნობ? ცოტნე დადიანი ვარ,
თაფლწასმული და წარბშეუხრელი,
ისევა ვცოცხლობ, განა მკვდარი ვარ,
კვლავ ქედზე მადგას შენი უღელი.
ბერი თევდორე გახლავარ შენი,
ამიცდენია ურდო გზებისთვის,
ისევ მაწამებს ვერაგი მტერი,
სიყვარულის და ერთგულებისთვის.
ვერას მაკლებდა შავი მორევი,
თურმე ქუდბედი თან დამყოლოდა,
ქვეყნად ვინ იყო ჩემი მომრევი,
მე შადიმანი რომ არ მყოლოდა.
პატარა კახი მოვედი შენი,
მკერდ მჯიღს იცემენ ჩემი ლეკვები,
მე სხვანაირი ჯურის კაცი ვარ,
მე ნასუფრალით არ ვიკვებები.
ლევან სუტიძე
კატეგორია: სადღეგრძელოები ლექსად | დაამატა: goga13
ნანახია: 905 | რამოტვირთვები: 40 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica