არა… მშვიდად ვარ, (თავს ვიმშვიდებ) ხო! მე მშვიდად ვარ… არადა ვიწვი, არადა სხეულს სინახშირე შემოეპარა, მაგრამ სიჩუმე შემიყვარდა – მაინც არ ვყვირი, გადამწვარ სხეულს სიმშვიდეში შემოედარა. არა ცრემლები, არა სევდა, ხო! მე ვიღიმი… არადა სახეს ძლივს ვაკავებ – ვერ ვიმორჩილებ, ხან ალმაცერა, ხან შეშლილი და ზოგჯერ არც კი, მაგრამ ღიმილთან ამ სევდასაც დავაქორწინებ! და ბედნიერნი ვიმარტოვებთ ასე შეშლილნი მე და ღიმილი, მე და სევდა, მე და სიმშვიდე…
|