|
შავი ყორანი
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (10.7 Kb)
]
| 2011-11-28, 2:50 PM |
გზა გავიარე... მსურს მოვიხედო და დავინახო მთისა ქედები; შავი ყორანი გზაზე მომჩხავის: ”ნუ იხედები... ნუ იხედები!”
გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვიო გასასვლელი გზის სივრცე უცვლელი; შავი ყორანი ისევ მომჩხავის: ”შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!”
მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს, ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა; შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა, შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა...
გადაიფრინა და მომაგონა დრო, უბედობის გვერდით მხლებელი, ჟამი - ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი, სივრცე - ყველაფრის მიმტევებელი.
|
კატეგორია: გალაკტიონ ტაბიძე | დაამატა: pushi
|
ნანახია: 2534 | რამოტვირთვები: 67
| რეიტინგი: 4.2/5 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|