სამშაბათი, 2024-04-16, 8:27 AM
მოგესალმები სტუმარი

leqswav.tk       

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
Total of answers: 12404
იყიდება საიტი
2pac
snoop dogg
B.I.G
bjork
მთავარი » ფაილები

სულ კატალოგში მასალაა: 285
ნაჩვენებია მასალა: 271-280
გვერდები: « 1 2 ... 26 27 28 29 »

შენზე ფიქრებით ვათენებ ღამეს
და მენატრება შენი ალერსი
ჩუმად ვიხსენებ იმ მწარე დღეებს
როცა ტიროდი ჩუმ ცივ ღამეში
ლექსები დედაზე | Views: 1003 | Downloads: 45 | Added by: goga13 | Date: 2011-11-12 | Comments (0)     

ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა
გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ…
შენს ამაგს ვხედავ….
შენს ხოტბას ვბედავ….
ლექსები დედაზე | Views: 1439 | Downloads: 44 | Added by: goga13 | Date: 2011-11-12 | Comments (0)     

მახსოვს პირველად რომ დაგინახე
იყავი ნაზი და მომცინარი
მახსოვს პირველად როგორ შემეხე
მახსოვს პირველი შენი ამბორი…
ლექსები დედაზე | Views: 793 | Downloads: 32 | Added by: goga13 | Date: 2011-11-12 | Comments (0)     

შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
ნათლით,რომელიც შენ მიბოძე,სული ივსება.
მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი,
ვიდრე თან მახლავს პატიოსან კაცის ღირსება.
ლექსები დედაზე | Views: 1004 | Downloads: 29 | Added by: goga13 | Date: 2011-11-12 | Comments (0)     

ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს,
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ვის ატან შენს ლოცვას ძლიერს?!
ნეტავ სანთელი ვისთვის ანთია?
ლექსები დედაზე | Views: 758 | Downloads: 26 | Added by: goga13 | Date: 2011-11-12 | Comments (0)     

ვხედავ ნაოჭებს მაგ შენს სახეზე,
განვლილ დროს კვალი რომ დაუტყვია,
ნაჯაფარ ხელებს, სევდიან თვალებს,
რამდენი ტანჯვა გამოუვლიათ.
ლექსები დედაზე | Views: 864 | Downloads: 42 | Added by: goga13 | Date: 2011-11-12 | Comments (0)     

ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.
ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.
მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.
სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით
ლექსები დედაზე | Views: 940 | Downloads: 28 | Added by: goga13 | Date: 2011-11-12 | Comments (0)     

დღეს,როცა მეც მყავს შვილი,
უფრო ლამაზი ჩანხარ,
ბედნიერი ვარ შენით,
მუდამ ჩემს გულში მყავხარ…
ლექსები დედაზე | Views: 795 | Downloads: 27 | Added by: goga13 | Date: 2011-11-12 | Comments (0)     

I

დღემ დაიხურა პირ-ბადე,

მთებმა დახუჭეს თვალები.

აღარ შფოთობენ საფლავში

გმირთ ოფლის მღვრელი ძვალები.

ქარი ქვითინებს… ღრუბელთა

ზარი თქვეს შესაზარები.

გული ვერ მოუფხანიათ,

ცრემლი სდით ალაზნიანი;

ჩარეცხეს, ჩაალამაზეს

მთების გულმკერდი კლდიანი.

გაცოცხლდა, ცას ემუქრება

ღრმა ღელე, წყარო – ფშიანი.

გადაიკრიფნენ ღრუბელნი,

ქუჩი გაწირეს ცვრიანი.

გაივსო რძითა მთათ ძუძუ,

დაუშრომელად რძიანი.

მოგესალმებით, ქედებო,

მომაქვს სალამი გვიანი,

ჩემსამც სამარეს ამკობენ

თქვენი დეკა და ღვიანი!

თქვენგანა გულობს ეს გული,

შიგ გრძნობა უდუღს ღვთიანი.

თქვენი მიწოვავ მეც ძუძუ,

ღალიან-ბარაქიანი.

ნუმც გაჯავრდება პირიმზე,

ნუმც დამწყევლიან იანი,

რომ იმათ დედის ძუძუთა

ვსუქდები ცოდვილიანი.

მეც მიგემებავ იგი რძე,

რითაც თქვენ დაიზარდენით;

თქვენავე გარგებსთ, დობილნო,

თუ უხვად დაიხარჯენით!
ვაჟა ფშაველა | Views: 1384 | Downloads: 57 | Added by: goga13 | Date: 2011-11-12 | Comments (0)     

შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა…
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,
ვაჟა ფშაველა | Views: 1083 | Downloads: 38 | Added by: goga13 | Date: 2011-11-12 | Comments (0)     

ძებნა
შესვლის ფორმა
metallica
asking alexandria
system of a down
Nightwish
apocalyptica